25 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციაში უნივერსიტეტების წარმომადგნლებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული ფაკულტეტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ქეთევან თურაზაშვილმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ადვოკატთა საკვალიფიკაცო გამოცდების განახლებული პროგრამა გააცნო.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მომავალში უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.